დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 45 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 45 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 243 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 45 533 ადამიანს. შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 164 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 83 203-ს შეადგენს. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.