დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაისის შემდეგ ეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 49 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 41 640 პაციენტი გარდაიცვალა.