დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩი - საზღვარგარეთ მყოფ ბევრ გერმანელს არჩევნებში ხმის მიცემა არ შეუძლია, ბიუროკრატიული პროცედურებია და საჭიროა სასწრაფო რეფორმა
დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩი - საზღვარგარეთ მყოფ ბევრ გერმანელს არჩევნებში ხმის მიცემა არ შეუძლია, ბიუროკრატიული პროცედურებია და საჭიროა სასწრაფო რეფორმა

დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩმა, მიგელ ბერგერმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის ბიულეტენი არ მიუღია და, შესაბამისად, ხმის მიცემას ვერ შეძლებს.

მიგელ ბერგერის მსგავსად, საზღვარგარეთ მყოფი გერმანელების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა ბიუროკრატიული პროცედურების გამო არ შეუძლია, ამიტომ, ელჩის აზრით,  რეფორმაა საჭირო.

„საზღვარგარეთ მყოფ ბევრ გერმანელს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა არ შეუძლია. ვადები ძალიან მკაცრად იყო გათვლილი, პროცედურები – ძალიან ბიუროკრატიული. საჭიროა სასწრაფო რეფორმა“, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

მანამდე გამოცემა „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიიღო არაერთი შეტყობინება საზღვარგარეთ მყოფი გერმანელებისგან, რომლებსაც არჩევნებში ხმის მიცემისთვის საჭირო დოკუმენტები არ მიუღიათ.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.