დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 359 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 359 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 359 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 39 748 ადამიანი არის გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“, ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანეთი ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 279 393 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი