დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 23 012 ადამიანს დაუდასტურდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 23 012 ადამიანს დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 23 012 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 174 პაციენტი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 854 010 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 44 571 გარდაიცვალა.