დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელთან შედარებით 2 000-ით მეტია.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის მასშტაბით ამ დროისთვის საავადმყოფობში 211 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განკარგულებით გუშინ ზომები ისევ გამკაცრდა.

დიდ ბრიტანეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 398 625 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 41 788-ს შეადგენს.