დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 55 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 280 პაციენტი კი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 55 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 280 პაციენტი კი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 55 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 280 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ვირუსის 50 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 86 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.