დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 35 928 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 ინფიცირებული
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 35 928 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 ინფიცირებული

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად ბევრი – 35 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 326 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ავრცელებს.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო დირექტორის, ივონ დოილის განცხადებით, ვირუსის შემთხვევების მკვეთრი და სწრაფი ზრდა შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, დღეს დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მოდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, პანდემიამ 67 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.