დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 191 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 191 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 26 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანეთში ბოლო 24 საათში 191 ადამიანი დაიღუპა, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 39 პროცენტით , ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 59  პროცენტითაა მომატებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 789 229 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 44 158 ადამიანი.