დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ათი ადამიანი კი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ათი ადამიანი კი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „როიტერი“ მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ათი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 340 000-მდე შემთხვევა, მათ შორის 41 514 ლეტალურად დამთავრდა.