დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 596 ადამიანი გარდაიცვალა

17:41, 19.04.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ19-ით 596 ადამიანი გარდაიცვალა, რაც გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია.

გასულ დღეს ქვეყანაში ვირუსით 888 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში კოვიდ19 -ით 16 060 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ცნობით, ქვეყანაში ტესტი სულ 372 967 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 120 067 დადებითი აღმოჩნდა.

მსგავსი