დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 286 პირი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 286 პირი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 286-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამგვარად, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ახლა 40 883-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირება 1 387 პაციენტს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია კოვიდ-19-ის 289 140 შემთხვევა.