დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 160 ადამიანი გარდაიცვალა

20:58, 18.05.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 160 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით სულ 34 796 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარეს, აქედან „კოვიდ-19“ დაუდგინეს 2 684 პირს. დიდ ბრიტანეთში სულ კორონავირუსი 246 406 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტების რაოდენობა 13%-ით შემცირდა და ახლა 9 408-ს შეადგენს.

მსგავსი