დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 287 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 355 პაციენტი კი გარდაიცვალა

21:03, 06.11.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 355 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 23 287-ით გაიზარდა.  ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია დაინფიცირების 1 146 484 შემთხვევა, მათ შორის 48 475 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი