დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 735 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 735 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 735 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 4 ივნისის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 342 684 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხი 41 615-ს აღწევს.