დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 18 262 ადამიანს დაუდასტურდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 18 262 ადამიანს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 828 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 18 262 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 929 835 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 112 092 ადამიანი.