დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 428 ადამიანი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 428 ადამიანი დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 428 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 33 614 ადამიანია დაღუპული.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში 126 064 ტესტი ჩატარდა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 234 431 შემთხვევაა დაფიქსირებული.