„თაიმსის“ ცნობით, დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩაფრინდნენ

18:50, 07.01.2026

დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩაფრიდნენ.

გამოცემა „თაიმსის“ ინფორმაციით, ორ ბაზაზე, სულ მცირ,ე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა.

გავრცელებული ცნობით, ამერიკული სამხედრო ხომალდებით MH-60M Black Hawk-ის და MH-47G Chinook-ის ტიპის ვერტმფრენები გადაჰქონდათ, რომლებიც სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციებისთვის გამოიყენება.

მედიის ცნობით, ვერტმფრენები ბრიტანულ ანგარებში შენიშნეს.

„თაიმსის“ თანახმად, როგორც ჩანს, ამერიკული აქტივობა გაერთიანებულ სამეფოში შემდგომი ოპერაციებისთვის მზადებას ემსახურება.

მსგავსი