დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს არ მოხსნიან
დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, მაიკლ შენკსიმ „ბიბისისთან“ განაცხადა.
„სანქციები მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შენსკიმ.
მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეტი შესაძლებლობა ექნება, უკრაინის ომში უფრო მეტი რესურსი ჩადოს, ეს სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საერთოდ არ გააუქმებს“, – განმარტა მაიკლ შენკსიმ.