დიდ ბრიტანეთში 15 მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

18:26, 22.06.2020

დიდ ბრიტანეთში 15 მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც „ბიბისი“ ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 15-ით გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსი დაუდასტურდა 958 ადამიანს. ეს 22 მარტის შემდეგ ინფიცირების ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 305 289 შემთხვევა, 42 647 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთისა და ინდოეთის შემდეგ და მესამეა გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

მსგავსი