დიდ ბრიტანეთში 10 იანვარს ბოლო 15 წლის განმავლობაში იანვრის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა, შოტლანდიაში ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცა
დიდ ბრიტანეთში 10 იანვარს ბოლო 15 წლის განმავლობაში იანვრის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა, შოტლანდიაში ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცა

დიდ ბრიტანეთში 10 იანვრის ღამე ბოლო 15 წლის განმავლობაში იანვრის ყველაზე ცივი ღამე იყო. შოტლანდიის სოფელ ალტნაჰარაში ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს არის 2010 წლის მერე დაფიქსირებული იანვრის ღამის ყველაზე ცივი ტემპერატურა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ტემპერატურა რამდენჯერმე დაეცა -15 გრადუსზე ქვემოთ.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა კვლავ მოსალოდნელია.