დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 022 ადამიანი დაინფიცირდა, 521 პაციენტი კი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 022 ადამიანი დაინფიცირდა, 521 პაციენტი კი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 022 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 521 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 57 551 პაციენტი გარდაიცვალა.