დიასპორულ ფორუმზე გაიმართა თემატური შეხვედრები - „ქართული ენის კონფერენცია“ და „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“
დიასპორულ ფორუმზე გაიმართა თემატური შეხვედრები - „ქართული ენის კონფერენცია“ და „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ ფარგლებში თემატური შეხვედრები – „ქართული ენის კონფერენცია“ და „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“ გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული ენისთვის მიძღვნილ პანელზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ შეხვედრაზე, საკვირაო სკოლის პედაგოგებს საშუალება ქონდათ გამოეთქვათ მოსაზრებები და რეკომენდაციები, რათა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ შეძლოს დაგეგმოს და განახორციელოს საკვირაო სკოლებისთვის აუცილებელი და მათ საჭიროებებზე მორგებული სამომავლო ღონისძიებები.

თემატურ პანელზე „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ წარმატებული თანამემამულე მეწარმეების მიერ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე, პრაქტიკულ, თუ ფორმალურ საკითხებზე. პანელზე ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხილვას, კერძოდ იმ სიკეთეებს, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს.

დატოვე კომენტარი