დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ - პოჩეტინომ არგენტინელი შეხვედრის დროს მოულოდნელად შეცვალა #1TVSPORT
დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ - პოჩეტინომ არგენტინელი შეხვედრის დროს მოულოდნელად შეცვალა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ნანტს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის 62-ე წუთზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მაურისიო პოჩეტინომ მოულოდნელად ანხელ დი მარია შეცვალა.

პოჩეტინომ დი მარია მოულოდნელად შეცვალა

 

როგორც ცნობილი გახდა, პსჟ-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო შეხვედრის დროს მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა, რომელმაც არგენტინელი ფეხბურთელი მაშინვე შეცვალა.

L’Equipe-ის ცნობით, მატჩის მიმდინარეობისას დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ.

როგორც „მარკა“ იუწყება, ძარცვის დროს სახლში დი მარიას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ იგივე ფაქტი დაფიქსირდა პარიზული კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარკინიოსის შემთხვევაშიც. ბრაზილიელი ფეხბურთელის სახლში, მძარცველების შეჭრის დროს, მისი მშობლები იმყოფებოდნენ.