პსჟ-ს არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ „იუვენტუსთან“ ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა, – იუწყება Goal.
2022 წლის ზაფხულში დი მარიას კონტრაქტი პარიზულ კლუბთან იწურება და თუ Goal-ის ინფორმაცია დადასტურდა, 34 წლის არგენტინელი ტურინელებს თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდება.
აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
2021/22 წლების სეზონში დი მარიამ პსჟ-ს შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
La Gazzetta dello Sport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინული კლუბის მენეჯერები პოლ პოგბას, ივან პერიშიჩისა და ანხელ დი მარიას შეძენას გეგმავენ.