„ბენფიკას“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ წერს იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა კლუბმა უკვე მოითხოვა ინფორმაცია „ბენფიკაში“ დი მარიას მდგომარეობის შესახებ. არგენტინელს ამ ზაფხულს ეწურება კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან, თუმცა „ბენფიკას“ გააჩნია ხელშეკრულების გაგრძელების ოფცია. იტყობინებიან, რომ პორტუგალიურ მხარეს „ინტერ მაიამისგან“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.
36 წლის დი მარიამ „ბენფიკას“ რიგებში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 16 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.