დი დი ბრიჯვოთერი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს
დი დი ბრიჯვოთერი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე, მსმენელის წინაშე სამგზის გრემის მფლობელი ამერიკელი ლეგენდარული ჯაზ- ვოკალისტი Dee Dee Bridgewater წარდგება .

10 მაისს დი დი ბრიჯვოთერი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავენ.

ცნობილი ჯაზ-ვოკალისტის კარიერა მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. ის სცენაზე ცნობილ შემსრულებლებთან ერთად გამოდიოდა. დი დი ბრიჯვოთერის ალბომები მუსიკის კრიტიკოსების დადებით რეცენზიებს იმსახურებდა, მათ შორის  გამორჩეულია ელა ფიცჯერალდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ალბომი.

ცნობილი ჯაზ- შემსრულებელი უკვე თბილისშია და საქართველოში ერთ კონცერტს გამართავს.