დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ინფექციურში ახალი კორონავირუთ 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

„3 348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ-ცენტრებში, სასტუმროებსა და ძალიან მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3 348 პაციენტიდან, კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. ჩვენს ცენტრში გახლავთ 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის სამი არის ახალი, მათგან ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე. ზოგადად მძიმე პაციენტების რაოდენობა სამია, მათგან ერთი არის კრიტიკულად მძიმე“, – აღნიშნა ენდელაძემ.

დატოვე კომენტარი