დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 70-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 14-ის კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 70-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 14-ის კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 798 კოვიდინფიცირებულიდან 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 70-ზე მეტის კი მძიმედ ფასდება.

„კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვლაყურეობას ჯამურად 1 798 პაციენტი გადის. აქედან 14 კრიტიკულია, მძიმეთა სიაში კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტი არ დამატებია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, სამი არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენს ცენტრში არავინ გამოჯანმრთელებულა და არც ახალი პაციენტი დაგვმატებია. დღევანდელი მოანაცემებით, კლინიკაში 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, სამი მძიმე პაციენტია, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.