დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მისივე თქმით, 230 პაციენტიდან 21-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია და ამჟამად ინფექციურში ახალი კორონავირუსით ცხრა პაციენტი რჩება.

„230 პაციენტში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა კვლავ სამია. მძიმეთა რაოდენობა შემცირდა ორით და გახდა 21. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია. ჩვენს ცენტრში ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა ორი და დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს ცხრა შემთხვევა.

კვლავ ერთი კრიტიკულლად მძიმე პაციენტი გვყავს. მართალია, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღე სტაბილური იყო, მაგრამ დღეს ცოტა გაუარესება შეინიშნება. ამიტომ კვლავ კრიტიკულთა სიაში რჩება. გვყავს ერთი მძიმე პაციენტიც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.