დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„3 149 პაციენტი გადის მკურნალობას, უმეტესობა სტაციონარში, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე თვითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და იმფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ეტაპზე მყოფი ამ პაციენტებიდან 19 არის კრიტიკული, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„ჩვენს ცენტრში არის 31 კოვიდინფიცირებული, მათგან უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არის. ორი პაციენტი არის მძიმე, რომელთა პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – განაცხადა აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.