დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 262 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 16-ის კი მძიმედ ფასდება.

„დღევანდელი მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში 262 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მცირე ნაწილთან ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში 13 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

ასევე, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტი არ დამატებია.

„ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ინფექციურში გუშინ 13 დადასტურებული შემთხვევა იყო. კლინიკას არც ახალი შემთხვევა დამატებია და არც არავინ გამოჯანმრთელებულა. ცამეტი პაციენტიდან რეანიმაციისა და ინტესნიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კრიტიკული, ხოლო ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.