დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღევანდელი მონაცემებთ, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, კიდევ ერთის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათაგან სამი ინტენსიურ თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ერთის კი მძიმეა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

დატოვე კომენტარი