დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა
259 ახალი შემთხვევა და 280 გამოჯანმრთელებული, ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა აჭარაში.
აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე, აჭარაში რეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ინფიცირებული. მათ შორის 472 კლინიკებში მკურნალობს, 886 კოვიდსასტუმროებში, 1000-მდე კი ბინაზე.