დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აღემატება
დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აღემატება

მესამე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება. დღეს დაფიქსირდა ინფიცირების 220 და გამოჯანმრთელების 230 შემთხვევა.

ასევე, სამი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 52 წლის მამაკაცი, 62 და 84 წლის ქალბატონები. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანმხლებ დაავადებებს.

ამ დროისთვის, აჭარის კოვიდკლინიკებში 472 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, იქ 903 პირი იმყოფება, 800-მდე პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.