დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება [ფოტოამბავი]
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება [ფოტოამბავი]

14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

სვეტიცხოველში წირვაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები.

ამასთან, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კერძოდ, მცხეთაში მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, დღევანდელი დღისთვის მოეწყო საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო ღონისძიებებს 21:00 საათზე ფოიერვერკი დაასრულებს.

დატოვე კომენტარი