მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ჩოგბურთი ბრუნდება.
დღეს, 31 აგვისტოს მიმდინარე წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, ხოლო ფინალი 14 სექტემბერს გაიმართება. ნიუ იორკში სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ითამაშებენ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები: როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს კარგი განწყობით ხვდება – სერბმა წინა კვირაში გამართულ ცინცინატის მასტერსი მოიგო. ამერიკაში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში, 2 სექტემბერს ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება. ჩვენი ქვეყნის პირველი ნომერი რეიტინგში ამჟამად 30-ე ადგილს იკავებს.