დღეს „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება
დღეს „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება

დღეს „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიების მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის შეხსენებაა.

ქველმოქმედების იდეის გარშემო ქართველი ცნობილი დიზაინერები გაერთიანდნენ. საღამოს წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები. გაყიდვიდან შესული თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობენ დიზაინერები თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, ავთანდილ ცქვიტინიძე, აკა ნანიტაშვილი, მაკა კვიციანი, DALOOD – დალოოდი, ნინო ელიავა, ანა მოქია, ლალო დოლიძე, ტატუნა ნიკოლაიშვილი და სხვა ქართველი დიზაინერები.