დღეს საქსონია-ანჰალტის პარლამენტში, ლანდტაგში არჩევნები იმართება

11:01, 06.09.2026

დღეს საქსონია-ანჰალტის პარლამენტში, ლანდტაგში არჩევნები იმართება, რომელიც წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნისთვის და რომლის შედეგებმაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსაზღვროს ფედერალური პოლიტიკა.

83-მანდატიან ლანდტაგში მოსახვედრად სულ ექვსი პოლიტიკური ძალა იბრძვის, მათ შორის: „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, „მემარცხენე პარტია“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ და „მწვანეთა პარტია“.

უმრავლესობისთვის 42 ადგილის მოპოვებაა საჭირო.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც გამოქვეყნდება ეგზიტპოლები.

წინასწარი გამოკითხვებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, სავარაუდოდ, ხმათა 40 პროცენტზე მეტს აიღებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ადგილობრივი მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ პარტიის ფილიალი საქსონია-ანჰალტში, შტატის კონსტიტუციური დაცვის ორგანოების მიერ ოფიციალურად არის კლასიფიცირებული, როგორც მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური ძალა. საქსონია-ანშტალტში  პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ულრიხ ზიგმუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემები იყო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, ფედერალური მთავრობის კრიტიკა, ბიზნესზე ბიუროკრატიული ზეწოლის შემცირება და კლიმატური პოლიტიკის გადახედვა.

მსგავსი