დღეს საქართველოს თასის ფინალია - გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს პირველ არხზე
დღეს საქართველოს თასის ფინალია - გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს პირველ არხზე
გორი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალისთვის ემზადება. 8 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ტიტულისთვის თბილისური გუნდები – „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
საქართველოს თასის სამგზის მფლობელმა „ლოკომოტივმა“ ბოლოს ფინალში 2005 წელს ითამაშა, სადაც „ზესტაფონი“ 2:0 დაამარცხა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა ევროპის ლიგის საგზურს უკვე დაეუფლნენ – ახლა კი ერთ-ერთი მთავარი ქართული ტიტულის მოსაპოვებლადაც იბრძოლებენ.
„საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. საქართველოს თასის ფინალში გუნდი პირველად ითამაშებს. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის შანსია, რომ სეზონი ახალი ტიტულით დაასრულოს.
8 დეკებერს, 12:00 საათიდან, გორში გულშემატკივრისთვის სხვადასხვა ღონისძება დაიგეგმა. გათამაშდება ბურთები, ეროვნული ნაკრების მაისურები და სხვადასხვა პრიზები. „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.