დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია 11 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

დატოვე კომენტარი