დღეს ოკაცეს კანიონი გაიხსნება
დღეს ოკაცეს კანიონი გაიხსნება

ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას დღეიდან შეძლებენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ოკაცეს კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის საფარი. კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის, რომელიც პანორამული გადასახედით სრულდება.

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს.