დღეს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნება
დღეს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნება

დღეს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

2020 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ონლაინ ფორმატის ნაცვლად, ნიუ იორკში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართება. მიუხედავად პანდემიისა, გენერალური ასამბლეის სხდომებზე დასწრებას ათეულობით სახელმწიფოს მეთაური და წარმომადგენელი გეგმავს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას გეგმავს ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის გასამართად იმყოფება. გენერალური ასამბლეის სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლაც იგეგემება.

ასამბლეის დღის წესრიგში ორი თემის – ავღანეთის და მიანმარის საკითხების განხილვა იგეგმება. მიმდინარე წელს ორივე ქვეყანაში ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეიცვალა.

დატოვე კომენტარი