დღეს ნინოობაა
დღეს ნინოობაა

დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 11:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის და მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ტრადიციულად, ტაძრის ცენტრში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.