დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა.

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. ლელოვანის სკოლას მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე გაშენდება. მოსწავლეებს, სატყეო დარგის სპეციალისტებმა პროფესიის მნიშვნელობასა და ტყის მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგმორტონია.

დატოვე კომენტარი