დღეს გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის კანდიდატები
დღეს გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის კანდიდატები

დღეს გაირკვევა, ვის დაარეგისტრირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში კანდიდატად.

საბჭოს სხდომაზე შესაბამისი დეპარტამენტი წარადგენს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაცია აქვთ წარდგენილი მსურველებს, კანდიდატად დასარეგისტრირებლად. ამის შემდეგ კი საბჭო კენჭისყრის მეშვეობით გადაწყვეტს, ვინ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ იმ განმცხადებლებს, ვინც ვერ დარეგისტრირდებიან, ორი სამუშაო დღე აქვთ საბჭოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

შემდეგ კი საბჭო ე.წ. მოკლე სიის შედგენაზე დაიწყებს მუშაობას და 50 კანდიდატიან შემადგენლობას განსაზღვრავს.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.