ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოცხადდება
ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებს შეაჯამებენ და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომ დაფინანსებას გამოაცხადებენ.

ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. 2013 წლიდან დღემდე, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს.

ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 52 მილიონი ევროს (150 მილიონი ლარის) ბიუჯეტით მიმდინარეობდა. პროგრამა სამ ძირითად მიზანს ეფუძნება: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასთან ახლოს მდგომი ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთესი კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს; (2) საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა; (3) საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი ცნების დამკვირდება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, სოფლად დასაქმების სხვა შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს.