დღეს ეროვნულ ლიგაში ფავორიტების დაპირისპირებაა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „იბერია“ და „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
დღეს, 5 მარტს ეროვნულ ლიგაში მეორე ტური იწყება. დიდთოვლობის გამო არასრულად ჩატარებული პირველი ტურის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ახლა ყველა მატჩი შეუფერხებლად გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ხუთიდან სამი მატჩი ვერ გაიმართა. მეორე ტურის მთავარი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება – მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ ვიცე-ჩემპიონს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს – მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
მეორე ტური
5 მარტი, ოთხშაბათი
თელავი, კავკასიონი არენა
19:00 | „თელავი“ – „კოლხეთი 1913“
თბილისი, მიხეილ მესხი
19:00 | „იბერია 1999“- „ტორპედო“
6 მარტი, ხუთშაბათი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი
17:00 | გაგრა – დილა
თბილისი, დინამო არენა
19:00 | „დინამო თბილისი“ – „სამგურალი“
თბილისი, მიხეილ მესხი 2
20:00 | „გარეჯი“ – „დინამო“ (ბთ)