დღეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი
დღეს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარი იქნება ვლადიმერ პუტინთან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადასტურებს, რომ დღეს რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„10:00 საათზე ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.