დღეს დიდგორობა აღინიშნება
დღეს დიდგორობა აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი.

ღონისძიებას დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

 

დატოვე კომენტარი